Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე დასკვნითი დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ როგორც ყოვეთვის განვლილი მასალის გამეორებით. კერძოდ: გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ ბლოგს და ხელახლა გავიმეორეთ ყველა ის პროცედურა რაც ვისწავლეთ და შევქმენით.
ყველა მონაწილე პედაგოგმა მოვახდინეთ  ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
კიდევ ერთხელ შევედით ბლოგში და დავამატეთ ახალი გაჯეტები: საათი, გამოკითხვა, ვიზიტორთა აღრიცხვა,  გვერდების შექმნა და მათი განლაგება. 
დასვნა
 რა ვისწავლეთ და რა მოგვცა ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგმა.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ გვყავდა შესანიშნავი, ენერგიული და სტიმულის მომცემი ტრენერი ქალბატონი ქეთი ცერაძე, რომელსაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო. მე, როგორც დამწყები პედაგოგი არ მქონდა არც თეორიულად და არც პრაქტიკულად გაკეთებული პროექტი. ამ სასწავლო კურსის დახმარებით მე ვისწავლე როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად როგორ დავწერო პროექტი. დავგეგმო გაკვეთილი, სტანდარტების გამოყენებით რა მიზანი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს და როგორ შედეგზე გავიდეთ. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ჩვენი პროექტი განვათავსეთ. ეს ყველაფერი ქალბატონი ქეთის უდუდესი ძალისხმევით წარმატებით დავძლიეთ. 



Sunday, March 27, 2016

პროექტის მერვე დღე

1.გავიმეორეთ განვლილი მასალა და კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს.
2.განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსი და შევქმენით power-point-ში სლაიდ-შოუ რომელიც შევინახეთ პროექტის დამხმარე მასალებში.
3.გაგვაცნო ტრენერმა drive-is  დანიშნულება და ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო.
4.გაჯეტების საშუალებით driv-დან ჩვენი პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე.

https://drive.google.com/folderview?id=0B1uAEC7QbYY6RjJJMmdIQnE0Q2M&usp=sharing



დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.


Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდე და შიგ განთავსებული მასალა.მოვახდინეთ  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს და გააზრებას. განსაზღვრული დონის შესაბამისად მივეცით დავალება სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს  თუ რა სამუშაო უნდა შეესრულებინათ პროექტში.
ვიმუშავეთ გეგმაში, შევავსეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, დიფერენცირებული სწავლება და ეტაპების მიხედვით აღვწერეთ სასწავლო პროცედურა.
.


Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოკლედ გავეცანით დღის სამუშაო გეგმას. 
1.მოსწავლის პრეზენტაცია
3.გეგმის გადახედვა და პროექტის მიმდინარეობის ეტაპები.
4.შეფასების რუბრიკები.
შევქმენით  power pointi და გავიმეორეთ დეტალურად მისი შევსების ინსტრუქცია. გავეცანით და ასევე პრაქტიკულად შევასრულეთ სლაიდზე განთავსებული 6 პიქტოგრამა
1.ცხრილი
2.დიაგრამა
3.სმარტ არტ
4.სურათი
5.ფოტოს ატვირთვა ინტერნეტიდან.
6. ვიდეოს ჩასმა.

გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და გავეცანით პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს.
გავეცანით გზამკვლევისა და ტრენერის დახმარებით შეფასების რუბრიკებს, გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი შაბლონი და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის შეფასების რუბრიკებში.


Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. გავეცანით რა არის პირადი და საავტორო უფლებები. გადმოვწერეთ ინტერნეტიდან გამოყენებული ლიტერატურის და საავტორო უფლებების  შაბლონები, რომლებშიც ასახულია გამოყენებული ლიტერატურის წყაროები და შევინახეთ საქაღალდეში. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეტება და კოლეგებს გავუკეთეთ კომენტარები.
შევქმენით მოსწავლის ბლოგი, გავეცანით მის 4 ძირითად ფუნქციას.
1.საწყისი
2.მენიუ
3.დათვალიერება
4.რედაქტირება.
მოსწავლის ბლოგს შევურჩიეთ და გავუმრავალფეროვნეთ ფონები. ვისწავლეთ სათაურის შეცვლა,blog post -ის სახელის შეცვლა, ბლოგის წაშლა და აღდგენა.
გავეცანით პრაქტიკულ და თეორიულ ინფორმაციას გაჯეტების შესახებ. პრაქტიკულად შევასრულეთ და დავამატეთ ბლოგზე გაჯეტები. ასევე ვისწავლეთ ბლოგის მისამართის გაგზავნა, ლინკად გადაქცევა და ლინკიდან გახსნა.
დღევანდელ დღეს ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ნასწავლი მასალით. ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.



Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

 განვიხილეთ გასულ ტრენინგზე შევსებული სასწავლო გეგმის პროექტი და განვაგრძეთ მისი შევსება. გადმოვწერეთ და გავარჩიეთ მოსწავლეთა შეფასების განსაზღვრის დასადგენად სხვადასხვა მეთოდები და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის კურსის რესურსებში. რისი დახმარებითაც შევავსეთ გეგმის შეფასების რუბრიკები.
გავაკეთეთ გეგმის პრეზენტაცია power point-ში და შევინახეთ საქაღალდეში.
დღევანდელი დღე დატვირთული იყო უფრო სააზროვო დავალებებით.

Saturday, March 12, 2016

ტრენინგის მესამე დღე



ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. გავხსენით გასულ ტრენინგზე გადმოწერილი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემას და დავიწყეთ მისი შევსება შაბლონის მიხედვით. დასაწყისში ჩავწერეთ პედაგოგის გვარი, სახელი, სკოლის დასახელება,კლასი, რომელშიც უნდა განვახორციელოთ პროექტი და ხანგრძლივობა.  ჩვენმა ტრენერმა მიგვითითა თუ სად უნდა მოგვეძებნა ეროვნული სასწავლო გეგმა და  საგნის სტანდარტი.შევედით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე ncp.ge -ზე მოვაკოპირეთ საგნის სტანდარტი  და ჩავსვით პროექტის გეგმის თემის საფუძვლებში. განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები თუ რა გვსურს, რომ მოსწავლემ ამ პროექტით ისწავლოს და განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

დღევანდელი დღე იყო  როგორც თეორიული ისე პრაქტიკული  თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი.