Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე დასკვნითი დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ როგორც ყოვეთვის განვლილი მასალის გამეორებით. კერძოდ: გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ ბლოგს და ხელახლა გავიმეორეთ ყველა ის პროცედურა რაც ვისწავლეთ და შევქმენით.
ყველა მონაწილე პედაგოგმა მოვახდინეთ  ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
კიდევ ერთხელ შევედით ბლოგში და დავამატეთ ახალი გაჯეტები: საათი, გამოკითხვა, ვიზიტორთა აღრიცხვა,  გვერდების შექმნა და მათი განლაგება. 
დასვნა
 რა ვისწავლეთ და რა მოგვცა ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგმა.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ გვყავდა შესანიშნავი, ენერგიული და სტიმულის მომცემი ტრენერი ქალბატონი ქეთი ცერაძე, რომელსაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო. მე, როგორც დამწყები პედაგოგი არ მქონდა არც თეორიულად და არც პრაქტიკულად გაკეთებული პროექტი. ამ სასწავლო კურსის დახმარებით მე ვისწავლე როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად როგორ დავწერო პროექტი. დავგეგმო გაკვეთილი, სტანდარტების გამოყენებით რა მიზანი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს და როგორ შედეგზე გავიდეთ. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ჩვენი პროექტი განვათავსეთ. ეს ყველაფერი ქალბატონი ქეთის უდუდესი ძალისხმევით წარმატებით დავძლიეთ. 



No comments:

Post a Comment