დღევანდელი დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. გავეცანით რა არის პირადი და საავტორო უფლებები. გადმოვწერეთ ინტერნეტიდან გამოყენებული ლიტერატურის და საავტორო უფლებების შაბლონები, რომლებშიც ასახულია გამოყენებული ლიტერატურის წყაროები და შევინახეთ საქაღალდეში. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეტება და კოლეგებს გავუკეთეთ კომენტარები.
შევქმენით მოსწავლის ბლოგი, გავეცანით მის 4 ძირითად ფუნქციას.
1.საწყისი
2.მენიუ
3.დათვალიერება
4.რედაქტირება.
მოსწავლის ბლოგს შევურჩიეთ და გავუმრავალფეროვნეთ ფონები. ვისწავლეთ სათაურის შეცვლა,blog post -ის სახელის შეცვლა, ბლოგის წაშლა და აღდგენა.
გავეცანით პრაქტიკულ და თეორიულ ინფორმაციას გაჯეტების შესახებ. პრაქტიკულად შევასრულეთ და დავამატეთ ბლოგზე გაჯეტები. ასევე ვისწავლეთ ბლოგის მისამართის გაგზავნა, ლინკად გადაქცევა და ლინკიდან გახსნა.
დღევანდელ დღეს ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ნასწავლი მასალით. ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.
No comments:
Post a Comment